- მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით
დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. - წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისთვის გამოიყენება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. - მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ კოდექსის 109-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში.
სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის
გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 5 სამუშაო დღის ვადაში. - თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის
მე-3 ნაწილით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, მშენებლობის
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ ვადის გასვლამდე მიიღოს
დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 20 სამუშაო დღით,
ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის შემთხვევაში − არაუმეტეს 30 სამუშაო დღით
გაგრძელების თაობაზე. - საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდსა და შენიშვნებს, აგრეთვე
დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში − მის დასაბუთებას. საბოლოო საექსპერტო დასკვნა
უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის
შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს
გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. - დადებითი საექსპერტო დასკვნის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მშენებლობის
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმარტებისთვის მიმართოს
ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანოს/პირს ან ალტერნატიულ ორგანოს/პირს. არასწორი
საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი სათანადო
ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. - თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული დადებითი ან
უარყოფითი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის
ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. - მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დაადგინოს მშენებლობის ნებართვის
დაჩქარებულად გაცემის მომსახურების წესი და საფასურის ოდენობა.
ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: