ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობით საკითხებთან დაკავშირებით

დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით კერძო სამართლის სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
(მაგალითად, ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების, ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან/და მისი მოწესრიგების
თაობაზე).ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირებისმიერ შესაძლებელია ინიციირებულ
იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი
განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში ამ ორგანოსა და ინიციატორს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფო
შესყიდვებთან და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს
კანონმდებლობით.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება
შესაბამისი დავალების განხორციელების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში
6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება
გაგრძელდეს 2 თვით.