ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა

ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა აკონკრეტებს საქართველოს სივრცის
დაგეგმარების გეგმას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების
ფარგლებში.ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,
განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე სივრცის დაგეგმარების
კოორდინირებულად განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა.მუნიციპალიტეტის ჰარმონიზებული განვითარების უზრუნველსაყოფად ავტონომიური
რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმაში შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იქნეს
მომიჯნავე მუნიციპალიტეტების სივრცით განვითარებასთან დაკავშირებული ინტერესები ან/და
მოქმედი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მოთხოვნები.
ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა, სივრცის დაგეგმვის საჭიროების
შესაბამისად, განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების ძირითად
ასპექტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-16 მუხლით.