ამ თავის მიზნები, ძირითადი პრინციპები და გავრცელების ფარგლები

  1. ამ თავის მიზანია მიჯნის ზონის რეგულირება და ძირითადი ფუნქციის შენობის დამხმარე შენობა-
    ნაგებობათა განთავსების წესის დადგენა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც განაშენიანების
    დეტალური გეგმის შემუშავებისას, ისე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას.
  2. ამ თავის მიზნებისთვის:
    ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის: საზოგადოებრივი საზღვარი და სამეზობლო საზღვარი;
    ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან
    ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. ასეთ
    შემთხვევაში, უპირატესი არის უფრო გრძელი მონაკვეთი;
    გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი,
    რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით
    კუთხეს;
    დ) შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე
    საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა;
    ე) ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია დადგინდეს განაშენიანების რეგულირების ხაზი (ლურჯი ხაზი) და
    განაშენიანების სავალდებულო ხაზი (წითელი ხაზი).
  3. დაუშვებელია ერთი შენობის ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე განთავსება.
  4. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ
    მიჯნის ზონა იანგარიშება შესაბამის საზღვრის მხარეს არსებული შენობის უახლოესი წერტილიდან.
  5. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, თუ
    კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ თავით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის,
    რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.
  6. ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების
    ნაგებობების მიმართ. სპეციალური დანიშნულების ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური
    სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  7. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედებს ამ ზონისთვის შესაბამისი კანონმდებლობით
    ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;