განაშენიანებისგან თავისუფალი (არასამშენებლო) ტერიტორიები და დამცავი ზონები

არასამშენებლო ტერიტორიები

  1. განაშენიანებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე რეჟიმი.
  2. განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს
    ქალაქთმშენებლობითი გეგმები, დარგობრივი გეგმები ან/და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაცია.
  3. თუ განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიის გამოყოფის საფუძველია ქალაქთმშენებლობითი გეგმები,
    მაშინ ის ამ გეგმაში აისახება შემდეგი ტერიტორიების სახით:

    ა) გამწვანებული ტერიტორიები;
    ბ) სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები;
    გ) სატყეო ტერიტორიები;
    დ) ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიები;
    ე) სხვა ტერიტორიები, რომლებიც არ მიეკუთვნება სამშენებლო ტერიტორიას.
  4. თუ განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიის გამოყოფის საფუძველია დარგობრივი გეგმები ან სხვა
    სამართლებრივი დოკუმენტები, მაშინ ის მათ შესაბამისად აისახება ქალაქთმშენებლობით გეგმებში.
  5. ამ ძირითადი დებულებების 24-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულ არასამშენებლო ტერიტორიაზე ამ
    ძირითადი დებულებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობა დასაშვებია, თუ
    ამით არ ილახება საჯარო ინტერესები, და თუ მშენებლობა განპირობებულია შემდეგი განსაკუთრებული
    გარემოებებით:
    ა) სასოფლო და სატყეო მეურნეობის განვითარება, თუ მშენებლობა განზრახულია ამავე მეურნეობისთვის
    განკუთვნილ ტერიტორიაზე;
    ბ) სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო სარგებლობის სატრანსპორტო და საინჟინრო
    ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
    გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა;
    დ) განახლებადი ენერგიის პოტენციალის შესწავლა და წარმოება.
  6. სხვა შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით
    განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, თუ საჭიროების შემთხვევაში, ეს ტერიტორია
    უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით და თუ ამით არ
    ილახება საჯარო ინტერესები.
  7. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო ინტერესების შელახვაში განსაკუთრებით მოიაზრება ისეთი
    შემთხვევები, როცა დაგეგმილი მშენებლობა:
    ა) არ შეესაბამება სივრცითი განვითარების დოკუმენტაციის და განაშენიანების ძირითადი დებულებების
    მოთხოვნებს;
    ბ) არ შეესაბამება დარგობრივი (ნარჩენების მართვის, მდინარეთა სააუზო მართვის, ლანდშაფტის დაცვის და
    სხვა) გეგმების მოთხოვნებს;
    გ) გამოიწვევს გარემოზე მავნე, შეუქცევად ზემოქმედებას;
    დ) გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის იერსახის, უნიკალურობის და მისი დასვენების
    ფუნქციის, ბუნებრივი ძეგლების დაზიანებას;
    ე) გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების შეფერხებას;
    ვ) გამოიწვევს წყალმოვარდნებს;
    ზ) შეაფერხებს ნავიგაციის და სხვა მსგავსი ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას;
    თ) აფერხებს აგრარული სტრუქტურის განვითარებას;
    ი) შეიცავს სუბურბანული ან სხვა დისპერსიული დასახლების წარმოშობის ან გაფართოების საფრთხეს.
  8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობა საჯარო ინტერესების დარღვევად არ ჩაითვლება, თუ
    ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესთა შეჯერებას უკვე ჰქონდა ადგილი სივრცითი განვითარების
    დოკუმენტაციის შემუშავებისას.
  9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, როგორც წესი, დასაშვებია თუ
    ის განპირობებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ან სხვაგვარად უკვე ნებადართული შენობა-
    ნაგებობათა ფუნქციონირებისთვის.
  10. ამ მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საგამონაკლისო მშენებლობასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის
    სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეიძლება გაიცეს შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში,
    კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;