- განაშენიანების პარამეტრების დადგენის მიზანია სამშენებლო ზონებსა და ქვეზონებში მიწის ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენებისას განაშენიანების დასაშვები ინტენსივობის და სიმაღლის რეგულირება. - განაშენიანების პარამეტრების დადგენა ხორციელდება ზღვრული მაჩვენებლების სახით, შესაბამისი
ტერიტორიის ამტანიანობის, თავისებურების პირობების, ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის
პირობების გათვალისწინებით. - გენერალური გეგმის მეშვეობით შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ან
განაშენიანების კოეფიციენტის ან/და მაქსიმალური სიმაღლის ზოგადი (სარეკომენდაციო) პარამეტრების
დადგენა. - განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში განაშენიანების პარამეტრების დადგენა
შესაძლებელია:
ა) განაშენიანების კოეფიციენტების დადგენით;
ბ) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დადგენით;
გ) სართულთა რაოდენობის დადგენით;
დ) განაშენიანების სიმაღლის დადგენით;
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზების დადგენით;
ვ) ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის პირობების დადგენით. - ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განაშენიანების
გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შესაძლებელია განისაზღვროს მაქსიმალური კოეფიციენტი, ან
ერთდროულად მაქსიმალური და მინიმალური კოეფიციენტები. - განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესაძლებელია სამშენებლო ქვეზონის ნაწილის,
ცალკეული მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის ნაწილისათვის განაშენიანების განსხვავებული პარამეტრების
დადგენა. - განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული
განსხვავებული პარამეტრების დადგენა შესაძლებელია განპირობებული იყოს ცალკეული მიწის ნაკვეთის
მდებარეობისა და გამოყენების თავისებურებიდან. - ამ ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების პარამეტრები არ გამოიყენება ნაგებობათა მიმართ,
გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების საზღვრების
დადგენისას გამოყენებული უნდა იქნეს ამ ძირითადი დებულებებით ან/და განაშენიანების
გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით განსაზღვრული პარამეტრების მაჩვენებლები. განაშენიანების
ფაქტობრივი მდგომარეობით მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენისას, შესაძლებელია შეუსაბამო
ობიექტების არსებობა მიწის ნაკვეთის საზღვრებთან მიმართებაში.
განაშენიანების პარამეტრების რეგულირების მიზანი, მათი დადგენისა და გამოყენების ზოგადი
პირობები
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:
