დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ

  1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ
    შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების
    დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.
  2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია:
    ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის
    მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
    ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ −
    თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი
    სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;
    გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო
    მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან
    მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
  3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4
    ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2
    ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.
  4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილება მიიღება ამ კოდექსის
    125-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ ვადებში.