ზელოკალური და ლოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია და ობიექტები

  1. ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია გულისხმობს შემდეგი სახის
    ტერიტორიების და ობიექტების არსებობას:
    ა) საავტომობილო ტრანსპორტის ტერიტორია (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო
    გზები, სხვა, მუნიციპალური ტრანსპორტის და მთავარი გზების კარკასი და მათი გამტარი ნაგებობები);
    ბ) რკინიგზა (მათ შორის, ტრამვაი, ფუნიკულიორი და მეტრო);
    გ) საბაგირო;
    დ) მთავარი გზები (მაგ., გზა, ბულვარი, პრომენადე);
    ე) საჰაერო ტრანსპორტის ტერიტორია (აეროპორტი, აეროდრომი, ვერტოდრომი, პლანერი).
  2. ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების
    და ობიექტების არსებობას:
    ა) მთავარი ქუჩების კარკასი;
    ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია (საერთო სარგებლობის პარკინგისთვის, ქვეითთა
    ზონისთვის და სხვა).
  3. ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისად გამოყოფილ არეალებში დასაშვებია:
    ა) ავტოსადგომები;
    ბ) ავტოგასამართი სადგურები ან ავტოგასამართი კომპლექსები, აირგასამართი ან აირსავსები საკომპრესორო
    სადგურები;
    გ) გზატკეცილების გასხვისების ზოლები და სადგურები (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო
    სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები);
    დ) სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი სხვა საზოგადოებრივი სამყოფები/სათავსები
    კანონმდებლობის შესაბამისად;
    ე) გამწვანებული გზაგამყოფები.
  4. ამ მუხლით განსაზღვრულ გზებზე და ქუჩებზე შესაბამისად ნებადართულია/დასაშვებია ამ ძირითადი
    დებულებების 30-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტების არსებობა.
  5. ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო ობიექტების დადგენისას
    გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები. ნაშენ გარემოში შეუსაბამობის
    აღმოფხვრის საკითხი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია