კომერციული ზონა წარმოადგენს ინდუსტრიული ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს კომერციული ობიექტები, რომლებიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.
ნებადართული სახეობებია: ა) მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და საოფისე ობიექტი; დ) მომსახურების ობიექტი; ე) სავაჭრო ცენტრი (მათ შორის, მოლი და აგრარული ბაზარი); ვ) ოფისი; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) გასართობი დაწესებულებები, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი. ლ) პროფესიული გადამზადების ცენტრი; მ) ტექნოლოგიური პარკი.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) საცხოვრებელი სახლი, ქვეზონაში დასაქმებული პირებისათვის; ბ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი.