კონსტრუქციული სქემა

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-

ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური

და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი

კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური

ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე,

მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-

მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები),

სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და

გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა,

გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე

კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს.

2. კონსტრუქციული სქემა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;

ბ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის სეისმურობის, საპროექტო შენობა-ნაგებობის

სტრუქტურის კონსტრუქციული გადაწყვეტის, ძირითადი სამშენებლო მასალების, ასევე,

წინასაპროექტო კვლევის ჩატარების შემთხვევაში, კვლევის შედეგების გათვალისწინების შესახებ).

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;