მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნათა დაცვა.
მიჯნის ზონა არის ორი სახის: ა) საზოგადოებრივი მიჯნის ზონა; ბ) სამეზობლო მიჯნის ზონა.
სამეზობლო მიჯნის ზონის დაცვა აუცილებელი არ არის, თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულოა ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის საზღვარზე განთავსება.
მიჯნის ზონების რეგულირება ხდება ძირითადი დებულებებით. ძირითადი დებულებები უნდა მოიცავდეს: ა) მიჯნის ზონების ერთმანეთთან მიმართებას და შენობა-ნაგებობის დაშორების ანგარიშის წესს; ბ) მიჯნის ზონის მიმართ შენობა-ნაგებობის პარამეტრების (მათ შორის, სიმაღლის) განსაზღვრის წესს; გ) მიჯნის ზონაში შენობა-ნაგებობის ნაწილების შეჭრის წესს; დ) მიჯნის ზონაში დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსების წესს.