მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა კოდექსის 103-ე მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს:
ა) საკადასტრო მონაცემებს და საჯარო რეესტრის ამონაწერს;
ბ) მიწის ნაკვეთის ან /და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს:
ბ.ა) ფუნქციურ ზონას;
ბ.ბ) გამოყენების სახეობას;
ბ.გ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს;
ბ.დ) განაშენიანების სახეობას (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);
ბ.ე) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების ხაზებს
ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს,
ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას;
ბ.ვ) სამშენებლო საქმიანობის სახეს;
ბ.ზ) ინფორმაციას მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავებისა და ბიომრავალფეროვნებაზე
ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესახებ;
გ) სხვა მონაცემებს:
გ.ა) არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე დარგობრივი გეგმებით დადგენილ რეჟიმებს (მათ შორის,
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა);
გ.ბ) მიწის ნაკვეთზე ან/და შენობა-ნაგებობაზე წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოვლენილ
ასპექტებს.
დ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებული ობიექტების შემთხვევაში, მიწის
ნაკვეთის გეგმას, რომელზეც დატანილ უნდა იქნეს:
დ.ა) საპროექტო შენობა-ნაგებობიდან მის მომიჯნავე შენობა-ნაგებობამდე ხანძარსაწინააღმდეგო
მანძილები, ასევე ამ უკანასკნელთა ფუნქციური დანიშნულების შესახებ ინფორმაცია;
დ.ბ) საპროექტო შენობა-ნაგებობასთან სახანძრო ავტომობილისათვის განკუთვნილი მისასვლელი და
გასასვლელი გზის/გზების, ასევე მათი მოწყობის პარამეტრები.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება