თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე განცხადებას უნდა
დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები),
ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში – სათანადო რწმუნებულება;
გ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნას მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან
დაკავშირებით;
დ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა)
დადგენილი მასშტაბით;
ვ) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;
ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია;
ი) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო
გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);
კ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების
დამტკიცების მიზნით წარდგენილ განცხადებას, ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან
ერთად, ასევე უნდა დაერთოს ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების
აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც
დატანილია მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით,
მითითებულია 3-მეტრიანი მანძილები მწვანე ნარგავებსა და ასაშენებელ შენობას/ნაგებობას შორის და
აღნიშნულია მოსაჭრელად/გადასარგავად მოთხოვნილი მწვანე ნარგავები (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას
შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე,
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით).
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე განცხადებას დამატებით უნდა
დაერთოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განცხადება და
არსებობის შემთხვევაში, თანდართულ დოკუმენტაცია ხელმოწერილი/დამოწმებული უნდა იყოს მისი
შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების
შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი წესი).დოკუმენტაცია