მიწის ნაკვეთის შემოღობვის წესი

  1. კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ისე უნდა იქნეს შემოღობილი (გარდა სამშენებლო
    მოედნის დროებითი ღობით შემოღობვისა), რომ უზრუნველყოფილ იქნეს განათებულობის, განიავების,
    დასახლების იერსახის ესთეტიური ხარისხის შენარჩუნების ესთეტიკურობის შენარჩუნება და სხვა საჯარო
    ინტერესების დაცვა.
  2. მიწის ნაკვეთის შემოღობვა შესაძლებელია:
    ა) მიწის ნაკვეთის საზღვრებში ან საზღვრის პირზე;
    ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრებზე (საზიარო საზღვარი).
  3. ღობის სიმაღლე განისაზღვრება გრუნტის ზედაპირიდან ღობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. ამასთან,
    ღობის გასწვრივ ქანობიანი გრუნტის ზედაპირის შემთხვევაში – საშუალო სიმაღლით, ხოლო ღობის განივად
    გრუნტის ზედაპირის განსხვავებული ნიშნულების შემთხვევაში – გრუნტის ზედაპირის ყველაზე მაღალი
    ნიშნულიდან.
  4. ღობის სიმაღლეში არ იანგარიშება მისი კონსტრუქციული მდგრადობისთვის განკუთვნილი დგარები ან/და
    სვეტები, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 2,5 მ-ს, კვეთის ზომები არ აღემატება 40
    სმ-ს და დაშორება არ არის 2 მ-ზე ნაკლები.
  5. სამშენებლო ტერიტორიაზე კაპიტალური, ყრუ ღობის მაქსიმალური დასაშები სიმაღლე გრუნტის
    ზედაპირიდან არის 1.8 მეტრი, რომელზეც დასაშვებია მსუბუქი არაყრუ კონსტრუქციის ან გამწვანების
    მოწყობა, არაუმეტეს 0.4 მეტრისა.
  6. არასამშენებლო ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ არაყრუ, გრუნტის ზედაპირიდან არაუმეტეს 1.5 მეტრი
    სიმაღლის მქონე დროებითი ღობის განთავსება.
  7. დაუშვებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის შემოღობვა ან/და მიწის ნაკვეთის
    შესასვლელებთან ბარიერების მოწყობა, გარდა სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური
    რეგლამენტებით დაშვებულისა.
  8. განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შესაძლებელია დადგინდეს ღობის მოწყობის
    განსხვავებული პირობები.