მშენებლობაში დასაშვები (უმნიშვნელო) ცვლილებები

სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას არ საჭიროებს ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი
ცვლილებები:
ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო
შეცვლა, მაგრამ არაუმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი
კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და
კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების
მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული
კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;
ბ) I და II კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის
შეცვლა ყოველ 100 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე
თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2
სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციით
სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის

დასუსტება;
გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით (II კლასს მიკუთვნებულ ინდივიდუალურ
საცხოვრებელ სახლებზე მაქსიმუმ 0.3 მეტრით), რამაც არ უნდა გამოიწვიოს სამშენებლო
დოკუმენტაციით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის
მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული
სართულის გადაქცევა სრულ სართულად;
დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არაუმეტეს 0.4 მეტრისა, ხოლო შენობა-ნაგებობის გაბარიტის
ცვლილება არა უმეტეს 0.3 მეტრისა, თუ არ ირღვევა საკადასტრო საზღვრები და მიჯნის ზონა და არ
ხდება ისეთი ცვლილება, რომელიც არ არის გათვალისწინებული დასაშვებ ცვლილებებში;
ე) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა
ან/და დამატება/მოკლება;
ვ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის შეცვლა, დამატება
ან მოკლება;
ზ) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან
მიმართებით არა უმეტეს 0.4 მეტრისა (მათ შორის, ამ ცვლილებით განპირობებული ნებისმიერი სახის
ცვლილება), რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად
გადაქცევა;
თ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური
და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ცვლილება არა უმეტეს 0.5 მეტრისა, რომელმაც
არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის კლასის ცვლილება;
ი) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი
ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მშენებლობაში დასაშვები (უმნიშვნელო)
ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს, ტექნიკური რეგლამენტების
მოთხოვნებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა)
განსაზღვრული ცვლილებები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების
პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და არ საჭიროებს სამშენებლო
დოკუმენტაციაში ცვლილების ასახვას.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;