მშენებლობის განხორციელების პროცესის რიგითობა და ეტაპები

ამ წესის მე-18 მუხლის მიზნებისთვის მშენებლობის განხორციელების პროცესი იყოფა რიგებად,
ხოლო რიგები – ეტაპებად.მშენებლობის განხორციელების პროცესის რიგითობა და ეტაპები განისაზღვრება მშენებლობის
ორგანიზების პროექტით.მშენებლობის ორგანიზების პროექტში უნდა განისაზღვროს მშენებლობის განხორციელების
პროცესის სულ მცირე ორი რიგი:
ა) I რიგი – მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები;
ბ) II რიგი – მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუშაოები.მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი რიგის სამუშაოები შედგება ორი, ხოლო გრუნტის
ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში – სამი ეტაპისაგან:
ა) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან,
მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის
მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო
კომუნიკაციების გადატანასთან;
ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
გ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში გრუნტის შეცვლილი ზედაპირის
შემდეგ შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება.მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს როგორც ორგანიზაციულ ღონისძიებებს, ისე სამშენებლო
მოედნის გარე და შიდა სამუშაოებს, რომლებიც უნდა შესრულდეს მშენებლობის განხორციელების
დოკუმენტების შესაბამისად.შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ
ეტაპებად:
ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;

ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;
ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მაქსიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების
შემთხვევაში – სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი
კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;
ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა;
ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
თ) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა;
ი) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი;
კ) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
ლ) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ
ეტაპებად:
ა) მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არხების, ჭების მოწყობა);
ბ) ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
გ) როსტვერკის მოწყობის სამუშაოები;
დ) მილსადენის, საკაბელო ან საბაგირო ხაზებისა და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები;
ე) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები;
ვ) მალების მოწყობის სამუშაოები;
ზ) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის
აუცილებელი შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები (მაგ.: ანძები, სადგურები,
ქვესადგურები, გამანაწილებელი პუნქტები, საცავები, ტერმინალები ან/და სხვა შენობა-ნაგებობები);
თ) საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუშაოები;
ი) ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები;
კ) კეთილმოწყობის სამუშაოები.მშენებლობის ორგანიზების პროექტში შესაძლებელია მშენებლობის განხორციელების ძირითადი
რიგის ეტაპების გაერთიანება, დაყოფა ან/და ამოღება (სამუშაოების არარსებობის შემთხვევაში) ამ
დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობათა კლასების შესაბამისად.(ამოღებულია – 16.04.2021, №173).კოდექსით განსაზღვრული პირის მიერ მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი, გარდა
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევისა, დგება სამშენებლო მოედანზე
წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის
საფუძველზე. ცალკეული ეტაპის ჩაბარების წესი, ასევე, ეტაპის ჩაუბარებლობის შემთხვევაში
განსახორციელებელი ღონისძიებების საკითხი წესრიგდება კოდექსის შესაბამისად.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;