მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი

პირობების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მშენებლობის
ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“.
მუხლი 2
2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან
დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით
დადგენილი მოთხოვნები და წესები.
2019 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2019
წლის 3 ივნისამდე არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღების ან მშენებლობის
შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 ივნისის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან
შეტყობინებას.
თუ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
პირობები, მაშინ მათი მოქმედების პერიოდში, ნებართვის გაცემის მიზნით, გამოიყენება მათი
დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
ტექნიკური ზედამხედველობის შემთხვევაში მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმების
მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 21
თუ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებული ობიექტები − საგანმანათლებლო
და სამედიცინო დანიშნულების შენობა-ნაგებობები აშენებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე,
მათი რეკონსტრუქცია შესაძლებელია, განხორციელდეს შენობასთან არსებული სახანძრო ტექნიკის
მისადგომი გზის რაოდენობისა და მდგომარეობის შენარჩუნებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №271 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.