მშენებლობის ნებართვის გაცემა ფორსმაჟორულ სიტუაციებში

უკიდურესი აუცილებლობის (ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის)
შემთხვევაში უფლებამოსილ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს შეუძლია სამშენებლო
საქმიანობა განახორციელოს მშენებლობის ნებართვის მიღებამდე . ამ შემთხვევაში აღნიშნული ორგანო
სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას ან მისი დამთავრების შემდეგ მშენებლობის ნებართვის
გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით მშენებლობის

ნებართვის გაცემის თაობაზე.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემს
მშენებლობის ნებართვის მისაღებად უნდა წარედგინოს არქიტექტურული პროექტი.ამ მუხლის მიზნებისთვის არქიტექტურული პროექტი შედგება შემდეგი დოკუმენტაციისგან:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა (მაგ.: სადაც შეიძლება
ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-ტექნიკური ქსელები,
მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები,
გამწვანება და სხვა ნაწილები);
გ) საჭიროების შემთხვევაში შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და
შენობის ყველა სართულის გეგმა საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების
ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან
მიმართებაში;
დ) შენობა-ნაგებობის ფასადები;
ე) შენობის მახასიათებელი ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის
ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან
მიმართებაში);
ვ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით);
ზ) ფოტომონტაჟი;
თ) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი;
ი) ინფორმაცია შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის
სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი),
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო
მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს და პირად ნომერს.მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო არქიტექტურულ პროექტს ითანხმებს
არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში და გასცემს შესაბამის ნებართვას.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოსაკრებლის გადახდა არ ხდება.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;