მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული წესი

  1. იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელზედაც ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, ამ კოდექსით
    განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის გავლა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში
    მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს განსაზღვრავს განაშენიანების დეტალური გეგმა.
  2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმა არ არსებობს,
    ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიისათვის დადგენილი ადმინისტრაციული
    წარმოება.
  3. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემამდე
    მოითხოვოს არქიტექტურული პროექტის ამ კოდექსის 108-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად
    შეთანხმება (სამსტადიიანი წარმოება).
  4. II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტების სხვა ტერიტორიაზე (გარდა
    კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ტერიტორიისა) გამოყენებისას იმ შემთხვევაში, თუ იგი
    არ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებული განაშენიანების ხასიათს, მშენებლობის ნებართვა შეიძლება
    გაიცეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
    პირობების საფუძველზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. დამატებითი გეოლოგიური
    დასკვნისა და ფუძე-საძირკვლის პროექტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი
    ცვლილება შეიტანება სამშენებლო დოკუმენტაციაში.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია