მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა
დაინტერესებული პირისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ცალკეული სტადიების დაწყების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საინფორმაციო დაფა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე 3 კალენდარული დღით ადრე უნდა განთავსდეს სამშენებლო ტერიტორიის საზოგადოებრივი მიჯნის ზონის მხარეს.
დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს დაგეგმილი მშენებლობა, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ პირს მისცეს შესაძლებლობა, გონივრულ ვადაში გაეცნოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ სანებართვო განაცხადს და მისთვის თანდართულ დოკუმენტაციას.
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.