მშენებლობის სახეებია:
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);
დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა);
ე) ლანდშაფტური მშენებლობა.შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის
ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება ან
არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების
ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;
ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის საანგარიშო ზედაპირის, სახურავის)
არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/ დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად
ან/და ამგვარი ნაწილების/დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის,
მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ
იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად;
გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის
კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის
გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის
გაჭრა;
დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების
გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება;
ე) III, IV კლასების შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ფუნქციის ისეთი ცვლილება, რაც ცვლის
დაკავებულობას;
ვ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება III, IV კლასების შენობა-ნაგებობებში.შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან/და
მშენებლობის შეტყობინებას. შეკეთება ისეთი მშენებლობაა, რომლის დროსაც დეფექტები
აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება შენობა-ნაგებობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ:
ა) შენობის ინტერიერში ტიხრების (გარდა ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა) გადაადგილება, ახლის
დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობის გამოჭრა;
ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების შეკეთება;
გ) შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ ნაწილების
შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების
მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ
ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს);
დ) ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-
ტექნიკური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება;
ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის,
სამუშაოთა შესრულება გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა);
ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად,
ტექნიკური ნორმების დაცვით.ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის
შეტყობინებას არ საჭიროებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ
ადგილებში ავტობუსის გაჩერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის
შეტყობინებას არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვ(ებ)ის გაცემისათვის
გამოცხადებული აუქციონით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე აუქციონით გათვალისწინებული
მახასიათებლების მქონე გარე რეკლამის განთავსება.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლანდშაფტური მშენებლობა
გულისხმობს სკვერის, ბაღის, პარკის, ბულვარის მშენებლობას ან/და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობას,
აგრეთვე ნარგავების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობას.
მშენებლობის სახეები
