- III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვების
მფლობელმა ან მშენებლობის განმახორციელებელმა პირმა უნდა დანიშნოს მშენებლობის
უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირი. თუ I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის
პროცესში მშენებლობის ნებართვების მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის უსაფრთხოების
ზედამხედველს, მან თვითონ უნდა განახორციელოს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა. - მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, რომელიც პერმანენტულად ამოწმებს
მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტების მიერ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებისა
და ნორმების დაცვას და მათი დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ ატყობინებს მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. - მშენებლობის პროცესში სავალდებულოა ყველა იმ ტექნიკური საშუალების გამოყენება, რომელიც
მოითხოვება მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებითა და ნორმებით.
მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: