მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი
დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა

  1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა,
    ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
  2. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების
    გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.
  3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში II კლასის შენობა-ნაგებობის
    მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის ნებართვის
    მიღების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების
    ვალდებულება.
  4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში I კლასის შენობა-ნაგებობის
    მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის მარტივი
    შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან
    მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება.