პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლები

ა) 60 მ2მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა
და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე
ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან
ტოლია 6 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის
დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს
სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-
მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ
აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის
წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ.
ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა;
ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
მ) ბანკომატის განთავსება;
ნ) საჩრდილობლის მოწყობა;
ო) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები,
რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;
პ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა
შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
ჟ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
რ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არაუმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია
საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და
განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების
მშენებლობა;
ტ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
უ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
ფ) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
ქ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრისა და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი;
ღ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების,
კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
II კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები
ა) 500 მ2მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე
სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-
დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2.2 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან
ტოლია 7 მ-ისა;
ე) 1000 მ3-მდე მოცულობის წყალსაცავი;
ვ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ3-მდე.
III კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები
ა) 500 მ2-დან 6000 მ2მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 12 მ-დან
22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 60 მ3-დან 200 მ3-მდე მოცულობის, 15 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან
საშუალოდ 15 მ-დან 20 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) შენობა-ნაგებობაში დამონტაჟებული ვერტიკალური, დახრილი ან/და ჰორიზონტალური
გადაადგილების მექანიკური საშუალება;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 7 მ-
ზე და ნაკლებია ან ტოლია 12 მ-ისა;
ე) ხაზობრივი ნაგებობები – 10-დან 25 ატმოსფერომდე 500 მმ-დან-1400 მმ-მდე დიამეტრის
წყალსადენი, 600-დან 1500 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, სამელიორაციო და საირიგაციო
ნაგებობა წარმადობით 1 მ3-მდე წმ-ში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, გამჭოლი
ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან/და ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის
შემადგენელი ნაწილი, 100 მმ.-ზე მეტი შიდა დიამეტრის საშუალო წნევის გაზსადენი, ასევე ყველა
მაღალი წნევის გაზსადენი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის,
წარმადობით 500 მ3/სთ-მდე;
ვ) ელექტროქვესადგური 35 კ.ვოლტი და 110 კ.ვოლტი; III (ჰიდროელექტროსადგური 1000 კვტ-დან 10
000 კვტ-მდე, ქარის ელექტროსადგური) და IV კატეგორიის (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-დან 1000
კვტ-მდე, გეოთერმული ელექტროსადგური) ელექტროსადგურები;
ზ) წყალსაცავი 1000 მ3-დან 10 000 მ3-მდე მოცულობისა;
თ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები ავზების
ჯამური მოცულობით 100 მ3-დან 500 მ3-მდე;
ი) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ3/სთ-მდე.
IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები
ა) სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6000 მ2ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე
მეტი სიმაღლის მქონე შენობა;
ბ) 200 მ3-დან 1000 მ3-მდე მოცულობის, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან
საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 12 მ-ზე და
ნაკლებია ან ტოლია 24 მ-ისა;
დ) შენობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე 12 მ-ზე მეტია;

ე) ხიმინჯიანი ფუნდამენტის მქონე შენობა-ნაგებობები;
ვ) ხაზობრივი ნაგებობები – შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო ნავთობსადენი, 100 მმ-ზე მეტი შიდა
დიამეტრის საშუალო წნევის გაზსადენი, ასევე ყველა მაღალი წნევის გაზსადენი, რომელიც
განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის, 500 მ3/სთ და ზევით წარმადობით,
ელექტროგადამცემი ხაზი 35 კ. ვოლტიდან 110 კ. ვოლტამდე, სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა
წარმადობით 1-დან 10 მ3-მდე წმ-ში, რკინიგზის ჩიხები და შიდასაწარმოო რკინიგზა, გამჭოლი ქუჩა,
რომელიც არის გამზირი ან/და ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი
ნაწილია;
ზ) ელექტროქვესადგური 220 კ.ვოლტი; II კატეგორიის ელექტროსადგურები
(ჰიდროელექტროსადგური 10 მვტ-დან 50 მვტ-მდე);
თ) წყალსაცავი 10 000 მ3-დან 100 000 მ3-მდე მოცულობის;
ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების
ჯამური მოცულობით 500 მ3-დან 1000 მ3-მდე;
კ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D-ზე ქვევით (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-მდე და
თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ-მდე) და მზიდუნარიანობით PCN 25-მდე;
ლ) ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები (გარდა მოძრავი
სადგურისა) ან/და ავტოგასამართი სადგურები ან/და ავტოგასამართი კომპლექსები;
მ) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ3/სთ-დან 3000 მ3/სთ-
მდე.

  1. მშენებლობის განმსაზღვრელი

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;