სავალდებულო სერტიფიცირება არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას
სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი.
მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის შემსწავლელი სპეციალისტები ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას.
ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული პირების სერტიფიცირების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.