საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობა-
ნაგებობის − ჯიხურის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
პირს, რომელმაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განათავსა დროებითი შენობა-ნაგებობა −
ჯიხური და მისი გამოყენების ვადა გასულია ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, ჯიხურის გამოყენების
ვადა გაუხანგრძლივდეს ამავე თარიღამდე (2021 წლის 1 ივლისამდე). ასეთ შემთხვევაში, ჯიხურის
გამოყენებიდან ჯიხურის გამოყენების გახანგრძლივებამდე პერიოდი ჩაითვლება ჯიხურის
გამოყენების მაქსიმალურ ვადად.
ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ ჯიხური ისევ არის განთავსებული ჯიხურის
გამოყენების ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებს ამ ჯიხურის
გამოყენებას.
საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი
