ამ მუხლის რეგულირების მიზანია კოდექსის 106-ე, 110-ე, 128-ე და 134-ე მუხლების
რეალიზებისთვის შესაბამისი წინაპირობების შექმნა.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული
წარმოების დაწყებამდე საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს:
ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს;
გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას;
დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის
ვადებს;
ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს.მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე
საინფორმაციო დაფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის გარდა, დამატებით უნდა
მოიცავდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან განაშენიანების დეტალური
გეგმის რეკვიზიტებს, ასევე, შენობა-ნაგებობის დაზუსტებულ სართულიანობას ან/და გაბარიტებს.ნებართვის გაცემიდან ათი დღის ვადაში ნებართვის მფლობელმა არსებულ საინფორმაციო დაფაზე
უნდა განაახლოს ინფორმაცია და დაიტანოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება და მისამართი, ნებართვის ნომერი და
მოქმედების ვადა;
ბ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
გ) ობიექტის ფუნქცია და არქიტექტურული იერსახე;
დ) (ამოღებულია – 02.03.2020, №140).ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის მფლობელმა, დადგენილი წესით ნებართვის გაცემის
შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა
საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე კ-3 კოეფიციენტის ათვისების
გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) კ-3 კოეფიციენტის ფართობს;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას;
ზ) შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და
ფოტომონტაჟი.სამსტადიანი წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია
საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე
განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.სამშენებლო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო
დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, დაუყოვნებლივ უნდა აისახოს საინფორმაციო დაფაზე.საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და
თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა
ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური
გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი
პერიოდის განმავლობაში და უნდა მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის
ვარგისად აღიარების შემდეგ.საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და
დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება.განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას, საინფორმაციო
დაფა დამატებით უნდა განთავსდეს იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის დაგეგმილი
მშენებლობა, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საინფორმაციო დაფაზე დამატებით უნდა
მიეთითოს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.
საინფორმაციო დაფა
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: