- სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამოა ის მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა,
რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების გეგმით ან/და ძირითადი დებულებებით ნებადართულ
გამოყენების სახეობას, განაშენიანების პარამეტრებს, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების
წესებს, მიწის ნაკვეთის ფართობის პარამეტრებს ან არასამშენებლო ტერიტორიაზე მდებარეობს.
შეუსაბამობა დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამშენებლო განვითარების კონკრეტული
მიზნის მიმართ. - დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს განცხადებით მიწის
ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შემდგომი სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის
შესაბამისობის/შეუსაბამობის დადგენის თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია 5 სამუშაო
დღის ვადაში მიაწოდოს განმცხადებელს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. - თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის გაცემული მშენებლობის
შეტყობინების თაობაზე განცხადების შეტანამდე, მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის
შესაბამისობა/შეუსაბამობა დგინდება მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების განხილვის
ეტაპზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე, ხოლო ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვის სტადიაზე. - შეუსაბამო მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის შემდგომი განვითარება (ახალი მშენებლობა,
რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს ნაგებობის პარამეტრების შეცვლას, ადაპტაცია, მიწის ნაკვეთის
დაყოფა/მიწის ნაკვეთების გაერთიანება) ხდება შეუსაბამობის შემცირების ან აღმოფხვრის პირობით. - თუ მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა იმავდროულად შედის კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში, დაცული ტერიტორიების, ტყის, წყლის ფონდის ან წიაღის ფონდის მიწების არეალში
ან მასზე ვრცელდება სხვა რეჟიმი, მისი სამშენებლოდ გამოყენების პირობები ამ ზონისთვის ან/და
რეჟიმისთვის დადგენილ მოთხოვნებსაც უნდა ითვალისწინებდეს. - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასპექტებისთვის ინდივიდუალური მაჩვენებლები
დადგინდეს.
სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა ნაგებობის დადგენა
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: