სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას

გარდა 27-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების
შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის
განაშენიანების ფართობის გაზრდას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დასაშვებია,
თუ მთელ ამ ობიექტზე გათვალისწინებული იქნება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41
დადგენილებითა და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მოთხოვნები.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ
ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი
ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან
კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის

აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.შეცვლილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის აღების
საჭიროების შემთხვევაში, მისი აღების პროცედურა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც
სამშენებლო დოკუმენტით არ ყოფილა განსაზღვრული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია