- სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება,
რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ
თავით დადგენილი წესით. - ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:
ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი;
ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება
მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს
პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე;
ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის
ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის
სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა
შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
3.თუ პირი, რომელსაც დადგენილების საფუძველზე დაევალა/ დაევალებოდა უკანონოდ
განხორციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,
გარდაიცვალა, ამ დავალების შესრულების ვალდებულება გადადის შესაბამისი შენობა-ნაგებობის
ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე. იურიდიული პირის
რეორგანიზაციის შემთხვევაში აღნიშნული დავალების შესრულების ვალდებულება გადადის მის
სამართალმემკვიდრეზე (არსებობის შემთხევაში).
სამშენებლო სამართალდარღვევის ცნება და სამშენებლო სამართალდამრღვევი
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: