სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენს კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ
დადგენილებასთან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის დადასტურებას.სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება სანებართვო დოკუმენტების პროექტები:
ა) არქიტექტურული პროექტი − III-IV კლასების შემთხვევაში;
ბ) საინჟინრო-გეოლოგიური – II-IV კლასის შემთხვევაში;
გ) კონსტრუქციული – II-IV კლასის შემთხვევაში (გარდა მშენებლობის შეტყობინების შემთხვევისა);
დ) ტექნოლოგიური – საჭიროების შემთხვევაში.სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ასევე ექვემდებარება:
ა) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი;
ბ) შენობა-ნაგებობის მშენებლობის ჩაუბარებელი ეტაპი;
გ) შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობა – რეკონსტრუქციის შემთხვევაში;
დ) ამ წესის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.საექსპერტო შეფასების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს:
ა) დაინტერესებული პირის დასაბუთებული მოთხოვნა;
ბ) დამკვეთის ან მესაკუთრის გადაწყვეტილება;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილება;
დ) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს
დასაბუთებული გადაწყვეტილება.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო შეფასება
გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობას,
სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების
შეფასებას;
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და
დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან
უარყოფითი. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.ამ მუხლით განსაზღვრულ საექსპერტო შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების
ორგანო ან /და სერტიფიცირებული ექსპერტი.
სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანი, სფერო და სახეები
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: