სამშენებლო ტერიტორია, სამშენებლო ზონები და სამშენებლო ქვეზონები
სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს ფუნქციურ ზონაში ან/და ქვეზონაში, სადაც ნორმატიული რეჟიმის თანახმად ნებადართულია მშენებლობა.
ქალაქთმშენებლობით გეგმებით სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: ა) საცხოვრებელი ზონა (სზ); ბ) შერეული ზონა (შზ); გ) ინდუსტრიული ზონა (იზ); დ) სპეციალური ზონა (სპზ);
ქალაქთმშენებლობითი გეგმებით სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი სამშენებლო ქვეზონები: ა) სააგარაკე- საცხოვრებელი ზონა (სზ-1); ბ) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2); გ) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3); დ) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4); ე) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1); ვ) ცენტრის ზონა (შზ-2); ზ) საქმიანი ზონა (შზ-3); თ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4); ი) კომერციული ზონა (შზ-5); კ) საწარმოო ზონა (იზ-1); ლ) სამრეწველო ზონა (იზ-2); მ) კლასტერების ზონა (სპზ-1); ნ) სპეციალური ზონა (სპზ-2).
ქალაქთმშენებლობითი გეგმით სამშენებლო ტერიტორიაზე შესაძლებელია დადგინდეს განსხვავებული ზონა ან/და ქვეზონა.