სასოფლო-სამოსახლო ზონა, რომელიც ძირითადად ემსახურება სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების განხორციელებას. სასოფლო-სამოსახლო ზონაში დასაშვებია საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე, ქვეზონისთვის შესაბამისი საზოგადოებრივი და სამეწარმეო ობიექტები, რომელიც გარემოზე არ ახდენს არსებით ზემოქმედებას.
ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ბ) სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი; გ) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური); დ) მეფრინველეობა-მეცხოველეობის სამეურნეო და ტექნიკური სამეურნეო ნაგებობა; ე) სავაჭრო და კვების ობიექტი; ვ) სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი; ზ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; თ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ი) ადმინისტრაციული ობიექტი.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სასტუმრო; ბ) ოფისი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.