საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) განსახლების (დასახლებული და დაუსახლებელი ტერიტორიების) არსებულ და პერსპექტიულ
სტრუქტურას, განსახლების სხვადასხვა დონის ცენტრების იერარქიას, დემოგრაფიის, ურბანიზაციისა
და დეცენტრალიზაციის ასპექტებს;
ბ) სივრცით კატეგორიებს (დასახლებული ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი, სხვა ტერიტორია);
გ) განვითარების ცენტრების სისტემას;
დ) დასაქმების ადგილებს, საცხოვრებლის ინტენსიური განვითარების ადგილებს, სუსტად
განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ე) დაუსახლებელი ტერიტორიების დაცვის, მათი ფუნქციების შენარჩუნებისა და განვითარების
ღონისძიებებს;
ვ) დაუსახლებელ ტერიტორიებზე წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
ზ) წყლის ობიექტებს და წყალშემკრებ ტერიტორიებს;
თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს;
ი) ტყის მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს;
კ) დაცული ტერიტორიების სისტემას;
ლ) სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საკურორტო ტერიტორიებს;
მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტერიტორიებს;
ნ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;
ო) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს;
პ) ენერგეტიკულ ობიექტებს;
ჟ) საწარმოო პოტენციალის მქონე ტერიტორიებს;
რ) ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
მისაღებ ძირითად ზომებს, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიების
შენარჩუნებას;
ს) თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს.სივრცის დაგეგმარების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა
შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებელ განსაკუთრებულ ტერიტორიებს,
მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ, ეკონომიკურ და ტურისტულ ზონებს.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა უნდა მოიცავდეს აგრეთვე ლანდშაფტის დაცვის,
გაუმჯობესებისა და განვითარების ღონისძიებებს.თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები გეგმაში დამოუკიდებლადაა
განსაზღვრული, მოქმედებს ამ კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი წესები.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემადგენლობა
