საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების უფლებამოსილება

სივრცის დაგეგმარების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის
შემუშავებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო ამ გეგმას დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას
წარუდგენს სამინისტრო.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან მისი ნაწილის
შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს კერძო სამართლის სუბიექტს.