საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება
ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით
დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და
დამტკიცება;
ბ) II სტადია − ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია უნდა მოიცავდეს სივრცის
დაგეგმარების ძირითად მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს.I სტადია მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის
პროექტის განხილვასა და დამტკიცებას. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს
მთავრობას წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის
საექსპერტო დასკვნას. ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.II სტადია იწყება ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული
კონცეფციის საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის
შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას წარუდგენს ავტონომიური
რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის საექსპერტო დასკვნას. ავტონომიური რესპუბლიკის
სივრცის დაგეგმარების გეგმას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობა.ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის
შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;