საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გენერალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გენერალური გეგმის ან მისი ნაწილის ან/და მასთან
დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დაუკვეთოს კერძო სამართლის სუბიექტს.გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ
ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
ბ) II სტადია − გენერალურიგეგმის განხილვა და დამტკიცება.I სტადია იწყება გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც
წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს გენერალური გეგმის კონცეფციის
განხილვა და დამტკიცება. გენერალური გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის
გზები.გენერალური გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა

წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული
სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას და მათ მიერ საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების
საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის კონცეფციას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საკრებულო.II სტადია იწყება გენერალური გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის
გენერალური გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო გენერალური გეგმის პროექტს წარუდგენს
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს. ეს ორგანოები ამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს.გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება
სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესით.გენერალურ გეგმას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან ნებისმიერი პირის მიმართვის საფუძველზე.გენერალურ გეგმაში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული I
სტადია არ ხორციელდება.გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის,
გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა
ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე
არაუგვიანეს 3 თვისა.გენერალური გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;