განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ კოდექსის 42-ე მუხლით (გარდა 42-ე
მუხლის მე-7 ნაწილისა) დადგენილი წესით.ამ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიისათვის/ზონისათვის განაშენიანების
გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ
ადმინისტრაციულ წარმოებას სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის 42-ე მუხლით (გარდა 42-ე მუხლის
31 და მე-7 ნაწილებისა) დადგენილი წესით.თუ განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის მიზანია დასახლებული ტერიტორიის
ინტენსიური განვითარება, მის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის
განხილვითა და დამტკიცებით.თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.განაშენიანების გეგმასთან/განაშენიანების დეტალურ გეგმასთან დაკავშირებული საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების თითოეულ სტადიაზე საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას
დამატებით უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, რომელზედაც, სულ მცირე, უნდა განთავსდეს
ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების, დაინტერესებული პირებისაგან
მოსაზრებებისა და შეფასებების მიღების პერიოდისა და გეგმის დამტკიცების სავარაუდო ვადების
შესახებ.განაშენიანების გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის, გეგმარებითი
არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ
უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. განაშენიანების
დეტალური გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე პირმა უნდა
განათავსოს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას,
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით
ან ნებისმიერი პირის მიმართვის საფუძველზე.განაშენიანების გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება