სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების
პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების
ეკონომიკური და სოციალური წინაპირობების ჰარმონიზაციას საგანგებო სიტუაციების რისკის
შემცირების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. ამ მიზნით საქართველოს სივრცის დაგეგმარება და
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) როგორც დასახლებულ ტერიტორიაზე, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადამიანისათვის
ღირსეული საარსებო პირობების შექმნა და შენარჩუნება;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებისათვის თანაბარი წინაპირობების
შექმნა, განვითარების გრძელვადიანი პოტენციალის შენარჩუნება და სათანადო უზრუნველყოფა;
გ) დასახლებათა პოლიცენტრული სტრუქტურის განვითარება, ქალაქსა და სოფელს შორის კავშირის
ურბანული საშუალებებით გაუმჯობესება;
დ) დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობის მინიჭება დასახლებათა
(მათ შორის, დეგრადირებული ან მიტოვებული დასახლების) ტერიტორიების განახლებისათვის ან/და
ინტენსიფიკაციისათვის, მიწის მომჭირნედ და დაზოგვით გამოყენება, სივრცის გამოყენების
სხვადასხვა შესაძლებლობის მომავლისათვის შენარჩუნება;
ე) დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემის დაცვა და ბუნებრივად ან/და კულტურულად
ჩამოყალიბებული მრავალფეროვნების შენარჩუნება;
ვ) სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე დასახლების დამოუკიდებელ (თვითკმარ)
ფუნქციურ ერთეულად ჩამოყალიბება ქალაქებთან და განვითარების სხვა ცენტრებთან პარტნიორობის
საფუძველზე;
ზ) მომსახურებისა და სატრანსპორტო/საინჟინრო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შესაბამისობა
დასახლებული ტერიტორიებისა და დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემასთან, ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე კომუნიკაციების და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა, სოციალური
ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისი ტერიტორიული წინაპირობების შექმნით ეკონომიკური
საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა;
თ) დასახლებებში ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და
საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის უპირატესობის მინიჭება;
ი) სატრანსპორტო/საინჟინრო ინფრასტრუქტურის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
მაქსიმალურად შემცირება, სხვა მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების დაძლევა;
კ) ისტორიული და კულტურული კავშირების, კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების, მათი
დამახასიათებელი ნიშნების, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების დაცვა და შენარჩუნება;
ლ) დაცული ტერიტორიებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება,
ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება, დაცვა და აღდგენა;
მ) დასახლებული და დაუსახლებელი ტერიტორიების ბუნებრივი, ტექნოგენური და სოციალური
საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან (მათ შორის, ხანძრისაგან) დაცვა შესაბამისი
გეგმარებითი გადაწყვეტის, საინჟინრო და სამეურნეო-ორგანიზაციული ღონისძიებების მეშვეობით;
ნ) განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის პერსპექტიული ადგილების შენარჩუნება, სათბურის
გაზების ატმოსფერული ჰაერიდან შთანთქმის ხელშემწყობი სივრცით-ტერიტორიული წინაპირობების
შექმნა;
ო) საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონის სივრცის დაგეგმარებისას სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობის, სანაოსნო გზების
უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის, შესაბამისი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების
უზრუნველყოფა;
პ) ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების შენარჩუნება და მდგრადი განვითარება,
განსაკუთრებით − სოფლის მეურნეობის ტერიტორიებისა და მრავალფუნქციურ-კომპაქტურ
დასახლებათა განვითარების ხელშეწყობით;
ჟ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში საქართველოში არსებული
სეისმური მდგომარეობის გათვალისწინება.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპების
გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული
ორგანოსთვის.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში ცალკეულ ტერიტორიებზე
სივრცით კატეგორიასა და ფუნქციურ ზონას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი ამ კოდექსის
მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაწყდეს.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროებისა და ახალწარმოქმნილი
გარემოებების არსებობისას სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები უნდა
განახლდეს.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილება შეიტანება ახალი გეგმების
შემუშავებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები და გეგმების ახალ გარემოებებთან შესაბამისობა
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: