სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის მიზანია
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელებისათვის მაქსიმალურად
სრული და ობიექტური საინფორმაციო მონაცემების შექმნა.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა იმართება
სააგენტოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დონეებზე, რომელიც შეიძლება ემყარებოდეს
ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზას.(ამოღებულია 26.04.2022, №1516).ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის
საინფორმაციო სისტემის მართვას თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში და თავის ხელთ
არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და
სხვა ორგანოს მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული
ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შექმნილი
ინფორმაციის საჯაროობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის მართვის
წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: