სპეციალური ზონა არის ისეთი ქვეზონა, რომელიც არსებითად განსხვავდება ამ წესის მე-6-მე-16 მუხლებით განსაზღვრული ქვეზონებისაგან და ახდენს სპეციალური ფუნქციების ერთ ქვეზონაში თავმოყრას კლასტერების სახით (სპზ-1) ან სხვა სპეციალური ზონის სახით (სპზ-2).
ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის შეიძლება არსებობდეს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; ბ) კვლევითი ცენტრი; გ) ლაბორატორია; დ) სტუდენტთა საცხოვრებელი სახლი; ე) ტექნოლოგიური პარკი; ვ) კულტურის, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტი; ზ) კვების და სავაჭრო ობიექტი; თ) სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა; ი) საწვრთნელი პოლიგონი.
სპეციალური ზონის განსაზღვრისას შესაბამის ქალაქთმშენებლობით გეგმაში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფუნქცია.
განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში უნდა განისაზღვროს სპეციალური ქვეზონის კონკრეტული სახეობა და მისი განვითარების მიზანი და წინაპირობები.