სხვა ობიექტები და სივრცეები

  1. სამშენებლო ტერიტორიებზე შესაბამისი ფუნქციით გათვალისწინებული მშენებლობის გარდა, შეიძლება
    ნებადართულ იქნეს:
    ა) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ამ
    ძირითადი დებულებების IV თავით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობა და მისი ფუნქციონირებისთვის
    საჭირო შენობა-ნაგებობა (სახანძრო-სამაშველო მომსახურების ობიექტები, პოლიცია, სასწრაფო და სხვა
    მსგავსი ობიექტები);
    ბ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო
    დროებითი შენობა-ნაგებობა, რომლის არსებობაც დასაშვებია მხოლოდ მთავარ ობიექტთან ერთად;
    გ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული/არსებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის ან სხვა
    საქმიანობისთვის საჭირო დანადგარი ან/და ტექნიკური მოწყობილობა;
    დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის განსახორციელებლად საჭირო ობიექტები;
    ე) განახლებადი ენერგიისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა;
    ვ) ისეთი საერთო სარგებლობის სივრცეების და ობიექტების არსებობა (სკვერი, ბაღი, პარკი, სათამაშო
    ადგილები და სხვ.), რომელიც განსაზღვრულია ამ ძირითადი დებულებების IV თავით და ემსახურება ამ
    ქვეზონის სიცოცხლისუნარიანობასა და ნორმალურ ფუნქციონირებას;
    ზ) სარეკლამო და საინფორმაციო ბანერები.
  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტების/სივრცეების მშენებლობა/განთავსება დასაშვებია, თუ იგი არ
    ეწინააღმდეგება ამ ძირითადი დებულებებით/ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი ქვეზონის
    თავისებურებას და ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური
    ნორმების დაცვით, აგრეთვე ამ ძირითადი დებულებების მე-20 მუხლით.
  3. განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს
    ქვეზონაში დამხმარე ობიექტების არსებობა.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია