ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აგლომერაცია − მონოცენტრული ან პოლიცენტრული კონფიგურაციის ისეთ დასახლებათა
სივრცითი დაჯგუფება, რომლებიც დამოკიდებულია ერთმანეთზე ინტენსიური საქმიანი, საწარმოო,
კულტურულ-საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურული კავშირებით;
ბ) არქიტექტურული ესკიზი − არქიტექტურული შემოქმედების შედეგად შექმნილი არქიტექტურული
კონცეფციის ამსახველი მონახაზი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით
განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
გ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის
შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დ) არქიტექტურული საქმიანობა − საქმიანობა, რომელიც გულისხმობს შენობის, ნაგებობის,
ინტერიერის, ექსტერიერის დაპროექტებას, სივრცით-გეგმარებითი საკითხების გადაწყვეტას,
პროექტის საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დაპროექტებისათვის
დავალებების განსაზღვრას;
ე) ახალი მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ
დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი
შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;
ვ) გამოყენების სახეობა − ტერიტორიის ფაქტობრივი ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით
განსაზღვრულისარგებლობის სახეობა. გამოყენების სახეობა ერთგვაროვანია (დომინირებული
სახეობა), თუ ტერიტორიის არანაკლებ 75%-ისა იდენტური ფუნქციითაა გამოყენებული, ხოლო
გამოყენების სახეობა შერეულია, თუ ტერიტორიის 25%-ზე მეტი განსხვავებული ფუნქციითაა
გამოყენებული;
ზ) განაშენიანების გეგმა − ამ კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა;
თ) განაშენიანების დეტალური გეგმა − ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა;
ი) განაშენიანების რეგულირების ხაზი (წითელი ხაზი) – მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი
დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობა.
მიწის ნაკვეთისათვის შეიძლება დადგინდეს ერთი ან ერთზე მეტი წითელი ხაზი;
კ) განაშენიანების სავალდებულო ხაზი (ლურჯი ხაზი) – მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი
დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობა.
მიწის ნაკვეთისათვის შეიძლება დადგინდეს ერთი ან ერთზე მეტი ლურჯი ხაზი;
ლ) განაშენიანებული ტერიტორია − დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შეიძლება
მოიცავდეს ძირითადი დებულებებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი
ზონისა, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, სასოფლო-სამეურნეო ზონისა, სატრანსპორტო ზონა 2-
ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა;
მ) განსაკუთრებული რეგულირების ზონა − მუნიციპალიტეტისათვის ან მისი ტერიტორიის
ნაწილისათვის მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური,
ჰუმანიტარული, თავდაცვითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან/და
სხვა ფაქტორიდან გამომდინარე მინიჭებული სტატუსი;
ნ) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია − საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით
დასახლებისათვის მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო,
თავდაცვითი ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მინიჭებული სხვა) სტატუსის მქონე
ტერიტორია;
ო) განსახლება − მოსახლეობის ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე განაწილება;
პ) გენერალური გეგმა − ამ კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გეგმა;
ჟ) დასახლება − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრული მოსახლეობის განსახლების ტერიტორიული ერთეული;
რ) დასახლების შიდა განვითარება − ქალაქთმშენებლობითი პროცესი, რომლის მიზანია
ჩამოყალიბებული დასახლების პოტენციალის ამაღლება ცალკეულ ტერიტორიებზე განაშენიანების
გამჭიდროებით (განაშენიანების ინტენსივობის გაზრდით), დეგრადირებული სივრცეების ხელახლა
გამოყენებით და სხვა, მსგავსი ღონისძიებებით;
ს) დემონტაჟი − არსებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ორგანიზებულად დანგრევა/დაშლა;
ტ) (ამოღებულია – 20.12.2019, №5693);
უ) ინსოლაცია − ტერიტორიის ზედაპირის ან/და შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით
განათება;
ფ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო;
ქ) ინფრასტრუქტურა − საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების,
ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა;
ღ) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა − „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
ყ) კონსერვაცია − შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, შენობა-ნაგებობის
განადგურებისაგან ან შეუქცევი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
შ) კონსტრუქციული პროექტი − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო კონსტრუქციული
გაანგარიშებისა და გადაწყვეტის ამსახველი დეტალური (მუშა) დოკუმენტი, რომელიც საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
ჩ) კონსტრუქციული სქემა − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო კონსტრუქციული
გადაწყვეტისა და გაანგარიშების ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
ც) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა − „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა;
ძ) სამეზობლო მიჯნის ზონა − მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო
საზღვრებიდან 3 მეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული;
წ) მშენებლობა − იმ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის
მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციის,
დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს;
ჭ) მშენებლობის განმახორციელებელი პირი − მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან პირი, რომელიც
ახორციელებს უნებართვო მშენებლობას;
ხ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი − მშენებლობის პროექტის განუყოფელი ნაწილი, რომელშიც
დეტალურადაა განსაზღვრული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: სამშენებლო
სამუშაოების დაწყების დღე, მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, მშენებლობის განხორციელების
გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და
საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი, დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილი,
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები, დაფარული სამუშაოების,
დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, ამა თუ იმ სამუშაოს განხორციელების
ოპტიმალური ვადა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები;
ჯ) მშენებლობის შეტყობინება − I-II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების
მიზნით მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის ნებართვის გამცემი
უფლებამოსილი ორგანოსათვისშეტყობინების (მარტივი შეტყობინება, დეტალური შეტყობინება)
ვალდებულება;
ჰ) ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა,
რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული;
ჰ1) რეკონსტრუქცია − არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი
ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით;
ჰ2) საეტაპო ოქმი − მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი შესაბამისი
დოკუმენტი;
ჰ3) საზოგადოებრივი მიჯნის ზონა − მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრიდან მომიჯნავე
საზოგადოებრივი სივრცის შუა ხაზამდე არაუმეტეს 15 მეტრი სიგრძის (თუ განაშენიანების დეტალური
გეგმით მეტი მანძილიარ არის დადგენილი) ზონა;
ჰ4) საზოგადოებრივი სივრცე − მიწის ნაკვეთის მომიჯნავე დარეგისტრირებული ან
დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ,
ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-
სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა, მსგავსი სივრცე;
ჰ5) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი
და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;
ჰ6) სამშენებლო დოკუმენტაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის
განხორციელების საფუძველია;
ჰ7) სამშენებლო მასალა − სამშენებლო მიზნისთვის წარმოებული პროდუქტი;
ჰ8) სამშენებლო მასალის ხარისხი − სამშენებლო მასალის ხარისხობრივი მახასიათებლების
ერთობლიობა;
ჰ9) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ტერიტორია,
რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მათი მომსახურებისათვის;
10
ჰ ) სამშენებლო სამუშაოები − ობიექტის მშენებლობის განხორციელების პროცესი;
ჰ11) სამშენებლო/სანებართვო პირობები − მშენებლობის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია
მშენებლობის ნებართვით ან მშენებლობის შეტყობინებით და სამშენებლო დოკუმენტაციით;
ჰ12) სამშენებლო საქმიანობა − სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო მოედნის
ორგანიზება, მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულება −
თითოეული ეს საქმიანობა ცალ-ცალკე ან ერთობლივად;
ჰ13) სანებართვო დოკუმენტაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული
დოკუმენტები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის
ნებართვის მისაღებად წარედგინება. სანებართვო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება
ამ კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად;
ჰ14) სივრცის დაგეგმარება − საზოგადოების ეკონომიკური (მათ შორის, აგრარული, სამრეწველო,
სატრანსპორტო და ა. შ.), სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პოლიტიკის გეოგრაფიული
ასახვა, რომელიც ვითარდება მრავალმხრივი და მრავალდისციპლინური მიდგომის ფარგლებში და
უზრუნველყოფს საერთო სტრატეგიის შესაბამისად, დაბალანსებულ განვითარებას და სივრცის
ფიზიკურ ორგანიზებას;
ჰ15) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროება − სივრცის
დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი
პრინციპების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტი და აუცილებლობა, რომლებსაც ადგენს
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;
ჰ16) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება − შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით, ამ კოდექსის მე-5
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გეგმის განხორციელების შედეგად გარემოსა და ადამიანის
ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა;
ჰ17) ტექნოლოგიური სქემა − მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიური
მოწყობილობა-დანადგარების ან/და სისტემების მონტაჟისა და ფუნქციონირების ამსახველი ძირითადი
დოკუმენტი;
ჰ18) უნებართვო მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი
დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების
ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება;
ჰ19) ურბანული მემკვიდრეობა − ქალაქური ცხოვრების მატერიალურ და არამატერიალურ
ფასეულობათა ჩამოყალიბებული ერთობლიობა;
ჰ20) ფუნქციური ზონა − რეგულირებული არეალი, რომელსაც აქვს ზოგადი მახასიათებლები,
დანიშნულება, გამოყენება და კონკრეტული შეზღუდვების საგანია. ფუნქციური ზონა იყოფა
სხვადასხვა დანიშნულების ქვეზონებად (კონკრეტული მახასიათებლების მქონე ზონებად);
ჰ21) ქალაქთმშენებლობითი გეგმა − გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა ან/და განაშენიანების
დეტალური გეგმა, რომელიც არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ქალაქთმშენებლობითი გეგმა შეიძლება მომზადდეს ქალაქისთვის, დაბისთვის, სოფლისთვის;
ჰ22) ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა − მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების საფუძველზე ადამიანის ცხოვრების, საქმიანობისა და
რეკრეაციისათვის ღირსეული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დასახლებებისა და
სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებისთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესი;
ჰ23) ქალაქთმშენებლობითი ზონირება − დასახლებული ტერიტორიის დაგეგმარება ფუნქციური
ზონების განსაზღვრისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენის მიზნით;
ჰ24) ქალაქთმშენებლობითი ღონისძიება − ღონისძიებათა სისტემა ქალაქთმშენებლობაში, რომელიც
ხორციელდება ტერიტორიის სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ან/და შენობა-
ნაგებობის ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობებისგაჯანსაღების, მიზნით;
ჰ25) შეკეთება − მშენებლობა, რომლის განხორციელების დროს დეფექტები შენობა-ნაგებობის იერსახისა
და მზიდი კონსტრუქციების შეუცვლელად აღმოიფხვრება;
ჰ26) შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და
სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
ჰ27) შენობა-ნაგებობა − შენობა ან/და ნაგებობა;
ჰ28) ძირითადი დებულებები − „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;
ჰ29) წინასაპროექტო კვლევა − ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური კვლევა, საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა, ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევა, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის კვლევა,
განაშენიანების კვლევა, დოკუმენტური კვლევა ან/და სხვა შესაბამისი კვლევა;
ჰ30) წინასაპროექტო კვლევის შედეგები − სანებართვო დოკუმენტაციის ნაწილი, რომელშიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულია ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური,
საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური მდგომარეობის, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის,
განაშენიანების, დოკუმენტური ან/და სხვა შესაბამისი კვლევის შედეგები;
ჰ31) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ტერმინთა განმარტება
