ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არამზიდი კონსტრუქცია – კონსტრუქცია, რომელიც გავლენას არ ახდენს შენობა-ნაგებობის
ძირითადი კონსტრუქციული სისტემის სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე;
ბ) გადახურვა – შენობა-ნაგებობის ჰორიზონტალური კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც
ვერტიკალურად ერთმანეთისგან ყოფს შენობა-ნაგებობის სართულებს ან
სათავსებს/სამყოფებს/სადგომებს;
გ) გამწვანების პროექტი − სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის
პროექტი, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას,
საკომპენსაციო რგვას ან/და გასაშენებელ მწვანე ნარგავებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) გრუნტი – ყველა სახის იმ ქანის განზოგადებული დასახელება, მათ შორის ნიადაგი, რომელსაც
შეიცავს მიწის ნაკვეთი;
ე) დაფარული სამუშაოები – ისეთი სამშენებლო კონსტრუქციული სამუშაოები, რომლებიც
დასრულებულ მდგომარეობაში სხვა მასალებით ან გრუნტით არის დაფარული (მაგ.: ბეტონში
მოქცეული არმატურა, საძირკვლის ჰიდროიზოლაცია);
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ დასაშლელი ან/და
მობილური კონსტრუქციული სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია
საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები
(გარდა სატრანსპორტო საშუალებისა);
ზ) კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს
საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის;
თ) კონსტრუქციული სისტემის მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი
წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;
ი) კონსტრუქციული სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების
კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება რღვევების გარეშე აიტანოს
დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

კ) ლოკალური საინჟინრო-ტექნიკური ქსელები – კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფუნქციონირებისთვის
აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა;
ლ) ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელები – კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე
ან/და შენობა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-ტექნიკური ქსელები, რომლებიც
გამოიყენება საერთო სარგებლობის მიზნით;
მ) ლოკალური ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელები – კონკრეტულ მიწის
ნაკვეთზე ან/და შენობა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-ტექნიკური ქსელები,
რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალური სარგებლობის მიზნით;
ნ) მზიდი კონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის კონსტრუქცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა
კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა
დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა;
ო) მონტაჟი – სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის აწყობა, განთავსება;
პ) ნულოვანი ნიშნული – შენობა-ნაგებობის საკონტროლო პირობითი ნიშნული, რომელიც
წარმოადგენს მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ნიშნულს;
ჟ) საინჟინრო-ტექნიკური ქსელი – მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის მომსახურებისათვის
აუცილებელი წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობის, ნავთობპროდუქტებისა და სხვადასხვა
აირების მილსადენების სისტემა, აგრეთვე ელექტრომომარაგებისა და უკაბელო ან საკაბელო
საკომუნიკაციო ხაზები/ქსელები;
რ) ტოპოგრაფიული გეგმა – ტერიტორიის ნაწილის ორთოგონალური პროექციის მსხვილმასშტაბიანი
(მასშტაბი 1:10000 და ნაკლები) ნახაზი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, რომელიც პირობითი აღნიშვნების
გამოყენებით, დედამიწის დონებრივი სიმრუდის გარეშე ასახავს ფიზიკურ გარემოს;
ს) დეფორმაცია – ობიექტის ფორმის, ზომების შეცვლა და მდგრადობის შემცირება (ჯდენა, გადახრა,
ცოცვა) სხვადასხვა დატვირთვებისა და ტექნოგენური ხასიათის ზემოქმედების შედეგად;
ტ) დაკავებულობა – განმარტებული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41
დადგენილების შესაბამისად;
უ) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება – უფლებამოსილი ორგანოს
მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემა;
ფ) ხაზობრივი ნაგებობა – ღობე, ქუჩა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი,
მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი
(ქსელი), ფუნიკულიორი, სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, ხიდი, გვირაბი;
ქ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავები – განმარტებული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-
ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28
იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისად განსაზღვრული კედელი, ტიხარი და სხვა მსგავსი;
ღ) სამყოფი – შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ადამიანთა ხანგრძლივი დროით
დაყოვნებისათვის.ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ წესში, განიმარტება საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, „ტერიტორიების
გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილებასა და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების
შემუშავების

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;