უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები და ინტერესთა კონფლიქტი

I-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანო განისაზღვრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 109-
ე მუხლის მიზნებისთვის სხვა ადმინისტრაციული ორგანოები არიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – გრუნტის ზედაპირიდან ან
შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრ სიღრმეზე გვირაბის
(მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის
მშენებლობის, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს
ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის
წარმოებისათვის;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო – შიდასარეწაო ან/და
შიდასაობიექტო ნავთობსადენის, საშუალო და მაღალი წნევის გაზსადენის, თხევადი ნივთიერების
საცავის/ტერმინალის ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ3-მდე, ბუნებრივი ან/და გათხევადებული
ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურების (გარდა მოძრავი სადგურისა), ავტოგასამართი
სადგურების, ავტოგასამართი კომპლექსების, მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი
სადგურის წარმადობით 3000 მ.კბ/სთ-მდე – მშენებლობისას;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – აეროდრომის მშენებლობის
პროცესში ან/და აეროდრომის დაცვის არეში (რაიონში), კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, თუ
ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიებში/ზონებში;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მათ
მფლობელობაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონებში ან/და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვის სისტემაში
შემავალი სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებში;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვის სისტემაში
შემავალი სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული
წარმოება მიმდინარეობს მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში;
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – თუ ნებართვის გაცემის
თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო წყლის ფონდის ტერიტორიაზე,
სანაპირო ზოლში ან ზონაში;
ი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მართვის
სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

– თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა შესაბამისი დელეგირების შემთხვევისა);
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური – სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ
ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსყოფის მიზნით;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო – თუ ნებართვის გაცემის
თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლებისა);
ნ) (ამოღებულია – 02.03.2020, №140);
ო) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი მშენებლობისას − ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის
მეშვეობით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან
თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით) და
სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და
ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან
დაკავშირებული ობიექტებისათვის დაცვის III და IV ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის
პროცესში, ამ დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის I სტადიაზე
მონაწილეობას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას
(ექსპლუატაციას), ხოლო ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალური მილსადენის
მესაკუთრე.მშენებლობის ნებართვის გამცემ ან/და სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ
ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელს არა აქვს უფლება მოამზადოს სანებართვო
დოკუმენტაცია, რომელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო,
სადაც ის არის დასაქმებული.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19
მუხლის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულებაშია მშენებლობის ნებართვის მიღებით
დაინტერესებულ პირთან, მაშინ მან კონკრეტული სანებართვო გადაწყვეტილების მომზადებაში არ
უნდა მიიღოს მონაწილეობა.სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კოდექსის 109-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში პასუხის
წარუდგენლობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ან/და
არქიტექტურული პროექტი ითვლება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმებულად, თუ ის
შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციული
ორგანო ვალდებულია, გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს, რომელსაც აქვს დაკვეთილი
სამუშაო, არა აქვს უფლება სხვა ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულების აღების, რომელიც
შეუთავსებელია უკვე აღებულ ვალდებულებებთან. მას აგრეთვე უფლება არა აქვს განახორციელოს მის
მიერ მომზადებული/დამოწმებული პროექტის ექსპერტიზა.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;