ქალაქთმშენებლობითი გეგმა ისე უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული, რომ ხელი
შეუწყოს დასახლების მდგრად განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალურად
სამართლიან მიწათსარგებლობას, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და განვითარებას,
არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და ლანდშაფტური სახის ესთეტიკური ხარისხის
შენარჩუნებასა და ამაღლებას.ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გარდა, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის
პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარების სფეროში საჯარო ინტერესებისა და
კერძო ინტერესების შეჯერება, მათ შორის:
ა) ჯანმრთელობისათვის უვნებელი საცხოვრებელი გარემოს და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა
და შენარჩუნება;
ბ) სტაბილური სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა და შენარჩუნება;
გ) სოციალური და კულტურული განვითარების სფეროში მოსახლეობის (განსაკუთრებით − ოჯახების,
ბავშვების, ახალგაზრდების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების)
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
დ) განათლებისათვის, სპორტისა და დასვენებისათვის ხელსაყრელი სივრცით-ტერიტორიული
პირობების შექმნა;
ე) დასახლებათა სოციალური და ტექნიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, განახლება და
განვითარება;
ვ) დასახლებათა კულტურული, ისტორიული, არქიტექტურული, ურბანული მემკვიდრეობისა და
ესთეტიკური ღირებულების მქონე გეგმარებითი ელემენტების (ქუჩების, მოედნების, შენობა-
ნაგებობების, გამწვანებული ტერიტორიების) შენარჩუნება, მართვა და განვითარება;
ზ) გარემოსა და რეკრეაციული ტერიტორიების დაცვა (ბიომრავალფეროვნებაზე, მიწაზე, წყალსა და
ატმოსფერულ ჰაერზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, კლიმატისა და ლანდშაფტის დაცვა,
ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა და სხვა), სხვადასხვა
დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;
თ) ეკონომიკის დარგების განვითარების უზრუნველყოფა;
ი) მიმზიდველი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნა;
კ) კავშირგაბმულობის სისტემებით უზრუნველყოფა;
ლ) ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის განვითარებით მოსახლეობის მობილურობის
უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
მ) გარემოზე ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება;
ნ) დასახლებათა ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციებისაგან (მათ შორის, ხანძრისაგან)
დაცვა;
ო) სამხედრო თავდაცვისუნარიანობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური განვითარება.ქალაქთმშენებლობით გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწის რაციონალური გამოყენების
პრინციპი.ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ეფუძნება ზონირების პრინციპს.თუ მიწის ნაკვეთი იმავდროულად შედის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან მასზე
ვრცელდება სხვა დარგობრივი გეგმით დადგენილი რეჟიმი, მისი სამშენებლოდ გამოყენების პირობები
უნდა ითვალისწინებდეს ამ ზონისთვის ან/და რეჟიმისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსაც.ჰარმონიზებული და კოორდინირებული განვითარების უზრუნველსაყოფად გენერალურ გეგმასა და
განაშენიანების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ინტერესები.
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი პრინციპები
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: