ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების არეალში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა

  1. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში ამ ღონისძიებების არეალში
    მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია დასაბუთებული უარის
    საფუძველზე შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული
    წარმოება. აღნიშნული შეზღუდვის ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3
    თვით.
  3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ
    განახლდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, მშენებლობის ნებართვის მაძიებელს უფლება
    აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
  4. ზიანის ოდენობა გამოითვლება იმ ფინანსური დანახარჯის მიხედვით, რომელიც გასწია
    მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა სამშენებლო საქმიანობის/საპროექტო საქმიანობის
    განხორციელებისას და რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა შესაბამისი განაშენიანების
    გეგმიდან/განაშენიანების დეტალური გეგმიდან.
  5. ზიანის ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსა და
    მშენებლობის ნებართვის მაძიებელს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ან მათ მიერ
    ერთობლივად შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის მიერ. აღნიშნული
    ექსპერტის/აუდიტორის ხარჯებს ანაზღაურებს მშენებლობის ნებართვის მაძიებელი.