ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო
ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავ(ებ)ის უნებართვო განადგურება განხორციელდა,
დასაშვებია, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავ(ებ)ზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, კომპეტენციის
ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრაზე ან გადარგვაზე.