- შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის
შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. - იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, რომლებიც არ ექვემდებარება მშენებლობის
შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. - შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო
დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა არ საჭიროებს მშენებლობის შეტყობინებას ან
მშენებლობის ნებართვას. შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
სამშენებლო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც აღემატება უმნიშვნელო
ცვლილებით დასაშვებ ფარგლებს, საჭიროებს ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი
საფუძვლების თავიდან მოპოვებას. იმ უმნიშვნელო ცვლილების მახასიათებლები და პარამეტრები,
რომლის შეტანა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. - მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო
მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით
განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის
განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. - უკიდურესი აუცილებლობის (ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის)
შემთხვევაში უფლებამოსილ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს შეუძლია სამშენებლო
საქმიანობა განახორციელოს მშენებლობის ნებართვის მიღებამდე. ამ შემთხვევაში აღნიშნული ორგანო
სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას ან მისი დამთავრების შემდეგ მშენებლობის ნებართვის
გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით მშენებლობის
ნებართვის გაცემის თაობაზე. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული გამარტივებული
წესით წარმოების საკითხი წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. - სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოებს არ ესაჭიროება მშენებლობის
შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა. ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ტექნიკური
რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები. - თავისუფალ ინდუსტრიულ, ეკონომიკურდატურისტულ ზონებში მშენებლობის ნებართვის
გამარტივებული წესით გაცემის საკითხი წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:
