შენობის მაქსიმალური ენერგოეფექტიანობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განაშენიანებაში მისი
რაციონალური განლაგებით, ჰორიზონტის მხარეების მიმართ სწორი ორიენტაციით, შემომზღუდავი
კონსტრუქციებისა და პარამეტრების თბოტექნიკურ გათვლებზე დაყრდნობით შერჩევით,
შემომზღუდავი კონსტრუქციების სათანადო თბოიზოლაციით, ინსოლაციის გაანგარიშებაზე
დაყრდნობით მზისგან დამცავი ელემენტების გათვალისწინებით, გათბობის, კონდიცირების,
განათების, ვენტილაციის ან/და სხვა თანამედროვე ენერგოდამზოგავი აღჭურვილობა-დანადგარების
გამოყენებით.
შენობის ენერგოეფექტიანობა
